საქართველოს პედიატრიული ოფთალმოლოგიისა და სტრაბიზმოლოგიის საზოგადოება

საქართველოს პედიატრიული ოფთალმოლოგიისა და სტრაბიზმოლოგიის საზოგადოება

საქართველოს პედიატრიული ოფთალმოლოგიისა და სტრაბიზმოლოგიის საზოგადოება (GPOSS) 2014 წელს შეიქმნა.

საზოგადოების მიზანია გააცნოს მსოფლიო სიახლეები და მიღწევები პედიატრიულ ოფთალმოლოგიასა და სტრაბიზმოლოგიაში საქართველოს ოფთალმოლოგებს რათა ბავშვებისა და სტრაბიზმოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობა უფრო ეფექტური გახდეს. ასევე გაიგოს და იმუშაოს აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენასა და გადაწყვეტაზე.

საზოგადოების წევრობა შეუძლია ყველა ოფთალმოლოგს, რომელიც დაინტერესებულია  პედიატრიული ოფთალმოლოგიით და სტრაბიზმოლოგიით.

წევრობის რეგისტრაციისთვის გადასახადი დაწესებული არ არის.

 

პატივისცემით,

საქართველოს პედიატრიული ოფთალმოლოგიისა და სტრაბიზმოლოგიის საზოგადოება